
პარტიის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, თუ "ქართული ოცნება" არ გადადგამს გარკვეული ტიპის ნაბიჯებს, ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდება.
"31 აგვისტომდე თუ ეს რეჟიმი არ გაათავისუფლებს პოლიტიკურ ტყვეებს, არ გაიწვევს დრაკონულ კანონმდებლობას და არ შექმნის ქვეყანაში გარემოს, სადაც შესაძლებელი იქნება ახალი, თავისუფალი, არჩევნების ჩატარება, ევროკავშირს მოუწევს მოქმედება.
უვიზო რეჟიმის შეჩერებას სჭირდება მხოლოდ კვალიფიციური უმრავლესობა, ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც საგარეო, ისევე შიდა წნეხის შენარჩუნება", - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.
თინა ბოკუჩავას მსგავსად "ქართული ოცნების" პასუხისმგებლობაზე საუბრობს, პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი სიორიძე.
"ამ თვალსაზრისით უპრეცედენტო შემთხვევაა, როგორი ერთიანები არიან ევროკავშირში და თან აქ საუბარი არის გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე. ევროკავშირი არის ძალიან რთული მექანიზმი გადაწყვეტილებების მიღების თვალსაზრისით.
საქართველოს საკითხი იყო შეტანილი ამ მინისტერიალზე, ამით გამოჩნდა ქართველი ხალხის მხარდაჭერა და ის, რომ "ქართული ოცნება" არის ყველაფერზე პასუხისმგებელი. ის პირობების, რომელიც არის დაყენებული ევროკავშირის მხრიდან, თუ არ შესრულდება, საქართველომ შეიძლება გადაიხადოს ამის პოლიტიკური ფასი", - განაცხადა გიორგი სიორიძემ.
0
0
18 ივლისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
16/07/2025