26/10/2021
12:53
პოლიტიკა
ნიკოლეიშვილი დეკანოიძის წარდგენილ მერის მოადგილეების კანდიდატურებს განიხილავს და წერს, რომ მარტო ნაცების მიერ, რეპრესირებული მამის შვილის ანა ნაცვლიშვილის კანდიდატურა რად ღირს, ასევე, ნინო ბურჯანაძე და ზურა ჯაფარიძე.
„შერიფი თუ შარიფიო? რაც მართალი მართალია, კინაღამ წამომცდა მაგრები არიან ნაციონალებითქო, რეალურად კი, მაგრად უბერავენ „ნაციონალები“. იუმორის დიდ ქალაქში, ქუთაისში, რომ უკბილო ხუმრობადაც ვერ ჩათვლი, ზუსტად ეგრეა რა. შერიფიო? ე.ი. ხატია დეკანოიძეს ჯერ არ მოუგია არჩევნები, მას კი ჰგონია რომ მოიგო, ვიღაცამ უთხრა, ან თავს აჯერებს, რომ მეორე ტური თითქმის მოგებაა, მოადგილეები ხომ ჩამოირიგა კანფეტებივით, მარტო ანა ნაცვლიშვილი რად ღირდა, „ნაცების“ მიერ რეპრესირებული მამის შვილი და „დამოუკიდებელი პარტიის“ „ლელოს“ წევრი (ნაცების სატელიტი, პარტია, რომ აღმოჩნდა-ეს ვისაც არ სჯეროდა მათთვის!).
0
0