
“მუდმივად ვიმეორებ ერთსა და იმავეს - დაუშვებელია დემოკრატიულ ქვეყანაში ასეთი გაბანძებული ოპოზიცია. ერთი რომ, მმართველნი მცონარებაში არიან, რაც მათთვის ნეგატივია, მეორეა, რომ ალტერნატიული კონსტრუქციული ხმა არ არსებობს”, ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე წერს:
"მუდმივად ვიმეორებ ერთსა და იმავეს - დაუშვებელია დემოკრატიულ ქვეყანაში ასეთი გაბანძებული ოპოზიცია. ერთი რომ, მმართველნი მცონარებაში არიან, რაც მათთვის ნეგატივია, მეორეა, რომ ალტერნატიული კონსტრუქციული ხმა არ არსებობს.
შევხედოთ სამწუხარო მოცემულობას - ძლიერი "ქართული ოცნება" და მის საპირწონედ უკიდეგანოდ კომპრომეტირებული, სამარცხვინო ნაცოპოზიცია.
დიახ, ბინძურ PR-ში გადახდილი მილიონების მიუხედავად, ბოროტი კლოუნი სააკაშვილი ჩამოშლილია, გოშიებს 'პადაჩკებს' აძლევს და შესაბამისად ყიყინებენ. მხოლოდ ფინანსური რესურსის მქონე კეზერაშვილი ისაა, რაც მისი დანიშნული ე.წ. პარტიული ბოსები და ურეიტინგო მედია. "ლელო", გახარია და სხვა გაბოროტებული ლუზერები ვისღა ახსოვს?
ჩემი პოლიტგამოცდილება გადავდოთ! მაგალითად, ვარ აქტიური მოქალაქე. მაინტერესებს რაა ის, რითაც შევცვლით ამ ე.წ. რუსულ მთავრობას? მინდა დამარწმუნებელი არგუმენტები, რეალური პროექტები, რომ მოქმედნი განვდევნოთ. ანალიზიც კი არ ესაჭიროება იმას, რომ დარწმუნდე - ნაცოპოზიცია არ მაწყობს, არაა ჩემიანი, ტუფტაა.
აკეთებენ რამეს, რომ სექტის მიღმა დამატებითი დიდი სეგმენტი ელექტორატის გული მოიგონ? არა, ვერ!
უვიცი მავანი იფიქრებს, რომ არიქა, "ოცნებას" განვუდექი!🤦😆
მე და თქვენ სახელმწიფოს განვითარებაში ჯანმრთელ კონკურენციას ვეძებთ! სხვა დანარჩენი ამებების ბლა ბლა ჰაერის დაბინძურებაა 🙂" - წერს აბაშიძე
0
0
იაპონიაში ტყის ხანძარს ებრძვიან
04/03/2025