
ამას რომ უთხრეს, ახალგაზრდა კაცი ხარ და არაკაცის სახელით მოგიწევს მთელი ცხოვრება იაროო, იცით პასუხი რა გასცა? არაუშავს, პოლიტიკაში მოსულაო… – ასე ეხმაურება პარტია “საქართველოს” დეპუტატი ანა ბუჩუკური გიორგი გახარიის პარტიიდან თბილისის საკრებულოს წევრის, დავით ფარცვანიას გარიცხვას.
"ამას რომ უთხრეს, ახალგაზრდა კაცი ხარ და არაკაცის სახელით მოგიწევს მთელი ცხოვრება იაროო, იცით პასუხი რა გასცა? არაუშავს, პოლიტიკაში მოსულაო…
არადა, ამან არ იცის, რომ პოლიტიკაშიც სახელი ჰქვია მასეთებს. არ გავიმეორებ, რა სახელი.
პარტია „საქართველოსთვის“ გადაწყვეტილებით, თბილისის საკრებულოს წევრი, დავით ფარცვანია პარტიიდან გაირიცხა. ამის შესახებ ფრაქცია “თბილისი საქართველოსთვის” თავმჯდომარემ, ზაზა თავაძემ ფრაქციის წევრებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და განმარტა, რომ მათი ინფორმაციით, “ქართული ოცნების“ მხრიდან 20 ათასი დოლარის და მომავალში კარგ პოზიციაზე დასაქმების სანაცვლოდ, დავით ფარცვანიამ ფრაქცია “თბილისი საქართველოსთვის” დატოვა.
0
0
ჩეხეთში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა
21/03/2026