26/05/2022
14:18
პოლიტიკა
,,რა დაშავდებოდა, რუტენბერგის იახტის შემოსვლა, რომ აგვეკრძალა ჩვენს ნავსადგურებში, ან უსმანოვი - მათი ანგარიშები. მათ არ აქვთ ჩვენთან ანგარიშები, რა პრობლემა იყო’’ ,- ამის შესახებ, “ტრადიციონალისტთა კავშირის” თავმჯდომარემ, აკაკი ასათიანმა გადაცემა "სივრცეში ეკა ვეფხვაძესთან" - განაცხადა.
მისი თქმით, ეს იქნებოდა კარგი პოლიტიკური ნაბიჯი, მიუხედავად იმისა, რომ უსმანოვს ანგარიშები საქართველოში არ აქვს და არც მისი კუთვნილი იახტა შემოსულა არასოდეს საქართველოს საზღვაო სივრცეში.
,,მოკლედ რომ ვთქვა, ცალკეული უკრაინელი ჩინოსნების, საშუალო რანგის ადამიანების გამოხტომები ეკონომიკური სანქციების მოთხოვნასთან დაკავშირებით, ეს ის ხალხია, რომელთაც კომპლექსები აქვთ ძველი თაობის. არესტოვიჩზე და პოდოლიაკზე ნუ ვილაპარაკებთ, ესენი არ არიან ხელისუფლების წარმომადენლები, ხელისუფლებაც ზედმეტ დროს ხარჯავს მათთან პაექრობით, იმიტომ რომ უბრალოდ სხვა საქმე არ აქვთ, არ ესმით როგორ უნდა იმოქმედონ’’, - განაცხადა აკაკი ასათიანმა.
მისი განმარტებით, ხისტად არ უნდა თქმულიყო, რომ საქართველო არ უერთდება სანქციებს.
,,პაპუაშვილი ადრევე უნდა ჩასულიყო უკრაინაში, მისი ჩასვლის შემდეგ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეს განცხადება არ გაუკეთებია. მოდი მარტივად ვთქვათ, შეცდომა იყო ამ ხელისუფლების პიარული გაფორმება, ესე ხისტად არ უნდა თქმულიყო, რომ ჩვენ არ ვუერთდებით სანქციებს, უბრალოდ პერსონალურ სანქციებს უნდა შევერთებოდით.
რა დაშავდებოდა რუტენბერგის იახტის შემოსვლა, რომ აგვეკრძალა ჩვენს ნავსადგურებში, ან უსმანოვი, მათი ანგარიშები, მათ არ აქვთ ჩვენთან ანგარიშები, რა პრობლემა იყო.
დასავლეთს თავიდან არაფერი გაუკეთებია, მათ ახლა დაინახეს, რომ თავს დებენ უკრაინელები, მე რომ მკითხო, მათი ქვეყნისთვის ეს ბედნიერებაა, ახლა იბადება, როგორც ერთიანი ნაცია. არ იყო აქამდე. რუსმა, ამხანაგმა პუტინმა მოახერხა, რომ ხარკოვი, პრაქტიკულად რუსული ქალაქი, მარიუპოლი და სხვები აქცია თავგამოდებულ, უკრაინულ, პატრიოტულ ქალაქებად, ნატოს ეუბნებოდა აღმოსავლეთ ევროპიდან გადიო და ფინეთი და შვედეთი შედიან და შვეიცარიამ დაიწყო ლაპარაკი, აი ეს შედეგებია, პუტინის იდიოტიზმებია, მაგრამ ასეთ უბედურებად ის ხალხი არ აღიქვამს, ისინი სამშობლოსთვის იბრძვიან, მათთვის ეს ბედნირებაცაა და მსხვერპლიც’’, - განაცხადა ასათიანმა.
0
0