
დაპირისპირება მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა გვარამიას შორის - კიდევ უფრო მწვავდება.
მოსყიდულები, ბინძური ტყუილები, მითვისებული მილიონები და გაძარცვული ტელევიზიები, - "ნაციონალურ მოძრაობასა" და კოალიცია "ცვლილებების" წევრებს შორის ერთმანეთის მისამართით ღია ბრალდებები ისმის.
დაპირისპირების ახალ ტალღაში "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ზურა გირჩი ჯაფარიძეც ჩაერთო, რომელიც სააკაშვილს ტყუილში ადანაშაულებს და ამბობს, რომ გაღიზიანების რეალური მიზეზი არჩევნებში მათი კოალიციის მიღებული შედეგია.
"უსინდისო ტყუილია, რომ პარტია "ახალი" გილაურის პროექტია. უსინდისო ტყუილია, რომ გილაურმა კოალიციაში ათობით მილიონი მოიტანა. ეს პლინტუს დაბლა ქცევა პირდაპირი გაგრძელებაა იმ ბოდვის თითქოს, კოალიცია წინასაარჩევნოდ ხალხს ატყუებდა 4-იანი და 5-იანი ერთი და იგივეაო. ვიღაცეებს, ვინც სხვებს მოუწოდებს საჯაროდ პარტიულობაზე მაღლა დადგომისკენ, დღემდე ყელში აქვს გაჩხერილი არა მხოლოდ ის, რომ ჩვენმა კოალიციამ სხვებთან შედარებით ყველაზე კარგი შედეგი აჩვენა იმ ვითომ არჩევნებზე, მართლა რა დროს ესაა ეს დედააფეთქებული?!" - წერს ზურაბ ჯაფარიძე.
0
0