
,,აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID), 27 თებერვალს, ევროპის ენერგეტიკულ თანამეგობრობას უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდთან $75 მილიონიანი საგრანტო ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ აცნობა,’’ - ნათქვამია თანამეგობრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
როგორც ცნობილია, ევროპის ენერგეტიკული თანამეგობრობა პანევროპული ენერგეტიკული ბაზრის შექმნის ფარგლებში ინტეგრირებული ევროკავშირისა და მეზობელი ქვეყნების ასოციაციაა.
"ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნომ აღნიშნული შეტყობინების მიღება დაადასტურა და ის ამჟამად USAID-ისგან შემდგომ განმარტებებს ელოდება. ამ გრანტის შეწყვეტა უკრაინის ენერგეტიკული სექტორისთვის საჭირო აღჭურვილობის შესაძენად ხელმისაწვდომ სახსრებს შეამცირებს", - ნათქვამია განცხადებაში.
სამდივნომ აღნიშნული შეტყობინება 27 თებერვალს მიიღო. 28 თებერვალს, NBC News-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ, იმავე თვის ბოლოს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეწყვიტა USAID-ის მიერ ოპერირებული პროექტის განხორციელება, რომელიც დაეხმარებოდა უკრაინას ენერგეტიკული ობიექტების აღდგენაში. NBC News-ისვე ინფორმაციით, USAID-ის უკრაინაში მომუშავე თანამშრომლების რაოდენობა 64 ადამიანიდან 8-მდე შემცირდა.
0
0
ხობში 12 წლის მოზარდს მანქანა დაეჯახა
18/04/2025