
ამერიკის ელჩი კელი დეგნანი სწორედ იმიტომ ჩაუდგა სათავეში ჩვენ მიერ ინიცირებული ამერიკული კანონის, „ფარას“ წინააღმდეგ საქართველოში ფართომასშტაბიან პროტესტს, რომ ხალხს არ გაეგო მათი ფარული ზრახვები“, – ამის შესახებ საპარლამენტო სესიაზე „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
დეპუტატი საპარლამენტო სესიაზე სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, USAID-ის დაფინანსებით ტარდებოდა ტრენინგები, რომლითაც ქვეყანაში სამოქალაქო არეულობის შემოტანა ისწავლებოდა.
სოზარ სუბარმა ასევე აღნიშნა, რომ USAID-ის და აშშ-ის საელჩოს მეთოდები არ იცვლება და მათ ჯერ კიდევ 2020 წელს დააფარეს ხელი ხმების პარალელური დათვლის გამყალბებელ „სამართლიან არჩევნებს“.
„სამწუხაროდ, USAID-ის და აშშ საელჩოს მეთოდები არ იცვლება. მაგალითად, მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ 2020 წლის არჩევნებზე მათ მიერვე დაფინანსებულმა ე.წ. სამართლიანმა არჩევნებმა გააყალბა ხმების პარალელური დათვლის შედეგი, მაგრამ ამაზე შეგნებულად დუმდნენ, რადგან ხელოვნურად შექმნილი კრიზისით ცდილობდნენ არჩევნების შედეგების დელეგიტიმაციას და ქვეყანაში რევოლუციური სცენარის განვითარებას. „ხალხის ძალამ“ არაერთხელ დავუსვით კითხვა საქართველოში აშშ-ის აწ უკვე ყოფილ ელჩს, კელი დეგნანს, ესწრებოდა თუ არა „ფერადი რევოლუციების“ ამერიკელი სპეციალისტის, აკერმანის მიერ ბაკურიანში ჩატარებულ ტრენინგს. ამ კითხვაზე მისგან პასუხი ვერ მივიღეთ, თუმცა პასუხი ჩვენთვის ცნობილია, ისევე, როგორც ცნობილია იმ ოპოზიციონერებისა და რადიკალ-ენჯეოშნიკებისთვის, ვინც აკერმანთან ერთად გეგმავდნენ სახელმწიფო გადატრიალებას. იგივე კითხვა უნდა დავუსვა საქართველოში USAID-ის წარმომადგენლობას – ესწრებოდა თუ არა მათი წარმომადგენელი ე.წ. კულტურისა და ხელოვნების სასწავლო ტრენინგს, სადაც ლენინის იდეებით ასწავლიდნენ ახალგაზრდებს სახელმწიფო გადატრიალებას.
არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო აშშ-ის საელჩოს გუშინდელ განცხადებას. აშშ-ის საელჩოს აღიარებითი ჩვენება – რატომ ასე ღიად და ცინიკურად? ძალა გვაქვს და პირდაპირ მოვდივართო, სულ ფეხებზე გვკიდია, თქვენ რას ფიქრობთ და რა იცითო. ძალიან ჰგავს იმას, როცა რუსული თვითმფრინავები 90-იან წლებში პერიოდულად შემოფრინდებოდნენ საქართველოში და ბომბავდნენ პანკისის ხეობას, ჩვენი და ჩვენი პარტნიორების შეშფოთებული განცხადებების სანაცვლოდ კი ცინიკურად აცხადებდნენ, ქართველებმა საკუთარი თვითმფრინავები გადაღებეს და თვითონ დაბომბეს საკუთარი ტერიტორიებიო“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
0
0