08/07/2023
10:31
საზოგადოება
იპოდრომის ტერიტორიის ერთ-ერთი მეწილე მაია ტაბაღუა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე, იპოდრომის ტერიტორიაზე ვერ დაუშვებენ პრაიდფესტივალის ჩატარებას.
„მივმართავ ფესტივალის ორგანიზატორებს, მონაწილეებს, ახალგაზრდებს, სტუმრებს და ძალოვან სტრუქტურებს, იპოდრომის ტერიტორიაზე მოცემული ფესტივალის ფარგლებში მუსიკალური ღონისძიების ჩატარების თაობაზე. მიუხედავად თქვენ მიერ წარმოდგენილი უსაფრთხოების დაცვის გეგმებისა, ჩვენ ვხედავთ ძალიან დიდ საფრთხეს, რომელიც მოდის ჯგუფებისგან, რომელთა მოქმედებებზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვერავინ. გასულ წლებში მიღებული მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, აბსოლუტურად ყველა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, იქნება ეს დამსწრე, მონაწილე, ორგანიზატორი, გარეთ მყოფი, თუ უბრალოდ გამვლელი, ვერ ჩავაყენებთ საფრთხეში. ჩვენ არ გვინდა, ირიბად ვიყოთ „მასპინძელი” ამ მოსალოდნელი, უკანონო, უსამართლო საფრთხისა, რაც არსებობს. ვერ დავუშვებთ ჩვენს ტერიტორიაზე ადამიანების უზენაესი უფლების სიცოცხლის საფრთხეში ჩაყენებას. ასეთ კრიტიკულ დროს ჩვენი პოზიციის მოწოდება გამოწვეულია ჩვენ მიმართ არაერთი „ინფორმაციის” მოწოდებით, რამაც დაგვარწმუნა, რომ უსაფრთხოების ზომების მიღების თეორიული შესაძლებლობა სამწუხაროდ, არ არსებობს. სამწუხაროდ, ჩვენს ტერიტორიაზე ფესტივალის ჩატარებას ვერ დავთანხმდები.
ვთხოვ ძალოვან სტრუქტურებს, დაიცვან კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორია და თითოეული ადამიანის უსაფრთხოება“, – წერს მაია ტაბაღუა.
0
0