
"ურსულა ფონ დერლაიენს მოკავშირეებიც კი ზურგს აქცევენ" - ფრანგული გამოცემა Réseau International-ი ევროკომისიის პრეზიდენტის შესაძლო გადაყენებაზე წერს.
"ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის თავზე შავი ღრუბლები გროვდება" - ასე იწყება სტატია, სადაც ყურადღება გამახვილებულია არაერთ სკანდალზე, რომელიც ურსულა ფონ დერ ლაიენს უკავშირდება.
გთავაზობთ სტატიის თარგმანს:
ევროპარლამენტში, ურსულა ფონ დერ ლაიენის წინააღმდეგ, იმპიჩმენტის პროცესის დასაწყებად საკმარისი ხმები შეგროვდა.
ადრე ფონ დერ ლეიენი ტრიუმფით ამარცხებდა მოწინააღმდეგეებს, ახლა კი, მოწინააღმდეგეთა რიგები გაზრდილია.
გეორგე პიპერეადან ემანუელ მაკრონამდე. გაუძლებს კი ის მათ???
ბრიუსელში, ბოლო დღეებში ურსულა ფონ დერ ლაიენს რამდენიმე უხერხული კითხვა დაუსვეს, რომელთაგან სამი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ყველა მათგანი, ფინანსებს უკავშირდება.
ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა ეხება Pfizer-ის COVID-19 ვაქცინის შესყიდვის სკანდალს, ევროკომისიის პრეზიდენტმ, აქამდე, პასუხისმგებლობის თავიდან აცილება შეძლო.
35 მილიარდი დოლარი 1.8 მილიარდ დოზაზე: რატომ ასეთი მაღალი ფასი? ეს აღემატებოდა ევროკავშირის საჭიროებებს, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ მას რეალურად სჭირდებოდა ამ ამერიკული კომპანიის პრეპარატები, რომელიც პანდემიის ისტორიაში, მრავალი იდუმალი "გვერდითი ეფექტით" შევიდა.
გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სასამართლოები უარს ამბობდნენ ფონ დერ ლაიენისთვის ამ კითხვის დასმაზე, მაგრამ შემდეგ საქმე სხვადასხვა დონეზე განვითარდა და გაირკვა, რომ "საუკუნის გარიგების" შეთანხმებას, ევროკომისიისა და Pfizer-ის ხელმძღვანელებმა შეტყობინებებით (არაოფიციალური გზით) მიაღწიეს.
ფონ დერ ლაიენმა უარი თქვა მიმოწერის წარდგენაზე, რადგან არცერთი კანონი არ ავალდებულებდა მას ამის გაკეთებას. თუმცა, მოსამართლემ დაადგინა, რომ მიმოწერა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ საჯარო დოკუმენტაციად უნდა ჩაითვალოს.
შემდგომ კი გამოჩნდა, რომ აღნიშნული მიმოწერა სავარაუდოდ, წაშლილი, დაკარგული ან განადგურებული იყო. ურსულა ფონ დერ ლაიენს არ შეუძლია მისი წარდგენა, მიუხედავად იმისა, რომ ის ვალდებულია ეს გააკეთოს. ბრიუსელის პოზიციით, ეს მხოლოდ დამთხვევაა და ევროკომისიის პრეზიდენტს არ ჰქონდა განზრახული მტკიცებულებების დამალვა.
თუმცა, ევროპარლამენტარების ჯგუფი თვლის, რომ მათ უკვე საკმარისი ინფორმაცია აქვთ. რადგან სასამართლომ მნიშვნელოვანი მონაცემების დამალვა უკანონო ცნო, ფონ დერ ლაიენისადმი უნდობლობის გამოცხადების წინადადება კენჭისყრაზე დადგება.
მეორე კითხვა ეხება ფარმაცევტულ გარიგებას -150 მილიარდ ევროს, ეს თანხა უფრო მეტია, ვიდრე ვაქცინის გარიგება, თუმცა ჯერ არ დახარჯულა. საქმე ეხება ევროკავშირის შიგნით რესურსების გადანაწილებას.
ფონ დერ ლაიენმა გახსნა ევროზონაში ეკონომიკური კრიზისის შემთხვევაში შექმნილი ყულაბა, მაგრამ ის ევროპის მილიტარიზაციაზე დაიხარჯება "განსაკუთრებული გარემოებების" გამო, ანუ რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით.
ევროპარლამენტარების აზრით, ამ ნაბიჯით ევროკომისიამ გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას და დაარღვია ევროკავშირის დამფუძნებელი ძირითადი ხელშეკრულება. ის რატომღაც ადასტურებს პირველ, უფრო მნიშვნელოვან ბრალდებას, რომელიც კორუფციას ჰგავს.
მესამე კითხვამ ევროპარლამენტის მმართველ კოალიციაში, რომელიც მხარს უჭერს ევროკომისიას ფონ დერ ლაიენის პრეზიდენტობის დროს, შიდა განხეთქილება გამოიწვია - ფული მწირია და რაღაც უნდა შესწირონ.
ფონ დერ ლაიენმა გადაწყვიტა "მწვანე ეკონომიკაზე" გადასვლის დაჩქარებული გეგმის გადადება. რადგან ეს პროცესი ძალიან ძვირი ჯდება, ის გადაიდო "უკეთეს დროისთვის". ახლა, როცა ენერგორესურსებიც ძვირი ღირს და ყველასთვის საკმარისი არ არის - მაგალითად, უკრაინისთვის.
სოციალ-დემოკრატებს, ლიბერალებს და განსაკუთრებით ევროპარლამენტის "მწვანეებს" უყვართ უკრაინა, მაგრამ არ სურთ პრიორიტეტების შეცვლა. სწორედ ამიტომ, კონსერვატორებმა დაიწყეს მჭიდრო კავშირი უფრო მემარჯვენე პარტიებთან, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა განხეთქილება მმართველ კოალიციაში, უკვე იმ პოლიტიკოსებმაც კი, რომლებიც ადრე ლოიალურები იყვნენ ფონ დერ ლაიენის მიმართ, გადაწყვიტეს მას ხელი შეუშალონ.
მიუხედავად ამისა, ის არ დანებდება.
ევროკომისიის პრეზიდენტის გადაყენებისთვის, მხოლოდ რამდენიმე ათეული კი არა, რამდენიმე ასეული ევროპარლამენტარის ხმაა საჭირო.
ფონ დერ ლაიენი ცნობილია თავისი შესანიშნავი პოლიტიკური გადარჩენის უნარებით. მისი კარიერის თანმდევი წარუმატებლობები და შეცდომები სხვა პოლიტიკოსების კარიერას სრულიად გაანადგურებდა, მაგრამ არა მისას.
ევროკომისიის პრეზიდენტის რანგში ფონ დერ ლაიენმა მრავალი შიდა კრიტიკოსი ჩამოიცილა, რომლებიც შემდეგ პრესაში ჩიოდნენ, ან წიგნებს წერდნენ - მაგალითად, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მიშელ ბარნიე. მან ფონ დერ ლაიენი ავტორიტარიზმსა და საზოგადოების აზრის იგნორირებაში დაადანაშაულა.
მას მხოლოდ ის აშინებს, რომ საჩივრების რაოდენობა ერთ დღეს ხარისხობრივად გადაიქცევა: დაგროვებული ბრალდებების, საჩივრებისა და უთანხმოებების გამო, ევროკავშირის მმართველობის სისტემა გაჩერდება, რის შემდეგაც ევროკომისარს წასვლა მოუწევს. არ აქვს მნიშვნელობა, როდის მოხდება ეს - ადრე თუ გვიან, ნაადრევად თუ 2029 წელს, როდესაც ურსულა ფონ დერ ლაიენის ვადა იწურება.
0
0