
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადეს, რომ ევროკავშირის მიერ უკრაინის მხარდაჭერა ურყევია.
ამის შესახებ ერთობლივი განცხადება ევროპელმა ლიდერებმა ბრიუსელში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ გაავრცელეს.
როგორც ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები აცხადებენ, დაფინანსების შესახებ წინადადებები უკვე მაგიდაზეა.
„სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმდინარეობისას, ევროკავშირი კვლავ ურყევად უჭერს მხარს უკრაინას. დაფინანსების შესახებ ჩვენი წინადადებები მაგიდაზეა. მიზანი – ძლიერი უკრაინაა, როგორც ბრძოლის ველზე, ასევე მოლაპარაკებების მაგიდასთან. ჩვენ კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ პრეზიდენტ ზელენსკის, რომ ევროკავშირი საკუთარი პრინციპების მიმართ ურყევი და ერთგული რჩება,“ – წერენ ლიდერები სოციალურ ქსელ X-ზე.
ამასთან, ანტონიუ კოშტა და ურსულა ფონ დერ ლაიენი აღნიშნავენ, რომ უკრაინის სუვერენიტეტი დაცული, ქვეყნის უსაფრთხოება კი გარანტირებული უნდა იყოს.
„უკრაინის სუვერენიტეტს პატივი უნდა სცენ. უკრაინის უსაფრთხოება გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა იყოს გარანტირებული, როგორც ჩვენი კავშირის თავდაცვის პირველი ხაზი,“ – წერენ ლიდერები და აღნიშნავენ, რომ ეს პრიორიტეტები ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან განიხილეს.
ასევე, განაცხადეს, რომ „ევროპა გააგრძელებს წვლილის შეტანას უკრაინისთვის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარების ყველა მცდელობაში“.
თავის მხრივ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ ევროკავშირისა და უკრაინის ლიდერებთან „კარგი დისკუსია“
0
0