
ძალიან მიხარია, რომ სომხეთში ვარ. ეს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მერვე სამიტია და ჩვენ ძირითადად დამოუკიდებელ ევროპას განვიხილავთ, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ერევანში განაცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მერვე სამიტი იწყება.
„ჩვენ უნდა შევამციროთ ჩვენი ზედმეტი დამოკიდებულება კონკრეტულად სამ სფეროში. პირველი არის ენერგეტიკა. ჩვენ ძალიან ზედმეტად ვართ დამოკიდებული იმპორტირებულ წიაღისეულ საწვავზე და, შესაბამისად, ყოველთვის დამოკიდებული ვართ დროსა და გლობალურ ბაზრებზე. ჩვენ უნდა გავზარდოთ ჩვენი აქტივები ევროპაში და ესენია განახლებადი ენერგიები და ბირთვული ენერგია.
მეორე თემა, სადაც მეტი დამოუკიდებლობა გვჭირდება, არის თავდაცვა და უსაფრთხოება. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სამხედრო შესაძლებლობები. ახლა ჩვენ ნამდვილად უნდა გავაძლიეროთ და დავაჩქაროთ სამხედრო შესაძლებლობების წარმოების პროცესი. და მესამე ელემენტი არის, საიმედო მიწოდების ჯაჭვების თემა. ამ ყველაფერში სომხეთს ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს“,- განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
0
0