07/03/2023
17:44
მსოფლიო
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე იყრის კენჭს, თუ ის ევროკომისიაში მეორე ვადით თანამდებობაზე არ დარჩება. ამის შესახებ იტალიური გამოცემა La Repubblica წერს.
გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მხარს უჭერს ნატოს ქალი ხელმძღვანელის იდეას. ფონ დერ ლაიენს აქვს შესაბამისი გამოცდილება ამ თანამდებობისთვის, რადგან ის ასევე მუშაობდა გერმანიის თავდაცვის მინისტრის პოსტზე.
ფონ დერ ლაიენს ევროკომისიაში ვადა 2024 წლის ზაფხულში ეწურება, ამიტომ თეთრი სახლი იჩენს იენს სტოლტენბერგის ვადის გაგრძელებას, რომელიც თითქმის ცხრა წელია თანამდებობაზეა.
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ევროპის სახალხო პარტია ეწინააღმდეგება ფონ დერ ლაიენის მეორე ვადით არჩევას. ამავდროულად, პარტიის წევრებს სურთ ამ პოსტზე ევროპარლამენტის მოქმედი პრეზიდენტი რობერტა მეცოლა შესთავაზონ.
0
0