
ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "იმედის დღეში" ტელეწამყვანმა ნიკოლოზ წულუკიძემ ნეაპოლში მოგზაურობის შესახებ საუბრისას, ერთი ისტორია გაიხსენა.
როგორც წამყვანი ყვება, იმ დროს, როდესაც ყველა ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე თამაშსა და გამარჯვებებს აღნიშნავდა, ვიღაც "კლავიატურის ვირთხას" გაუჩნდა “სურვილი უმსგავსო ინფორმაციის გავრცელების”.
"რა განცდა იყო ფეხბურთის გულშემატკივრობა სრულიად დავიწყებული გვქონდა, მათ შორის, ჩემშიც, ეს გრძნობა მიძინებული იყო, თუმცა მისი თამაშის დღეს საოცარი ემოცია მქონდა.
ამ დროს კი ვიღაც "კლავიატურის ვირთხას" უჩნდება განცდა და ასეთი უმსგავსობები წერო მის შესახებ.
ასეთი ბედნიერი დღის ("ნაპოლისა" და "იუვენტუსის" თამაშის შემდეგ) ოჯახმა დაგვპატიჟა სადილად, წარმოიდგინეთ, როგორი გახარებულები იყვნენ მისი დედა და მამა, ყველა ხვიჩას ეფერება... უცბად კი ურეკავენ ხვიჩას მამას და ეუბნებიან, დედაშენი გარდაიცვალაო. წარმოიდგინე რა ემოცია გაქვს, როცა იცი, რომ დედა შეუძლოდაა, დატოვებულია საქართველოში, ჩაგშხამდა ყველაფერი... დაახლოებით 20 წუთში ირკვევა, რომ ეს ყველაფერი ტყუილი და ყალბი ინფორმაციაა.
რატომ უნდა მოგინდეს ადამიანს, რომ შენი ქვეყნის ასეთ ელჩს, რომელმაც იტალიაში დამოკიდებულება შეცვალა ქართველების მიმართ... იმ მომენტში, ხვიჩას მშობლებს ყველაფრის ხალისი გაუქრათ“,- განაცხადა “იმედის დღეში” ნიკოლოზ წულუკიძემ.
როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ხვიჩა კვარაცხელიას ბებია გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა.
0
0