"ურჩევნიათ ინფორმაცია პროვოკაციულად გაავრცელონ და მოსახლეობა დააპანიკონ"- ამირან სალუქვაძე აშშ-ის თვითმფრინავზე
A-
+A

"ნუ აყვებით პროვოკატორ "რადიო სვაბოდას" და სხვა ნაცმედიების პროვოკაციულ ინფორმაციებს.
თბილისის აეროპორტში ათეული წლებია ეშვება და საწვავით გამართვის, ან სხვა მომსახურების შემდეგ აგრძელებენ ფრენას. სხვა მიზანიც შეიძლება იყოს, რომელიც არ ეხება მესამე ქვეყნებს."- წერს ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში.
"წერენ სამხრეთით გაფრინდაო.
სამხრეთით გაფრინდა თუ დასავლეთით, თვითმხილველი ვერ გაიგებს. ასაფრენ-დასაფრენი ზოლია ასე განლაგებული, ქარის მიმართულებიდან გამომდინარე, ან ჩრდილოეთის მიმართულებით აფრინდება, ან სამხრეთის. შემდეგ გადის ეშელონზე და ტრასაზე.
მედიას შეეძლო ენახა რეისის ნომერი და ზუსტად დაეწერა მარშრუტი და ფრენის მიზანი, ან ეკითხა აერონავიგაციაში.
მაგრამ, ირანში მიმდინარე ომის ფონზე, ურჩევნიათ ინფორმაცია პროვოკაციულად გაავრცელონ და კითხვის ნიშნები დატოვონ, მოსახლეობა დააპანიკონ.
რამდენიმემ მომწერა პირადში და ავუხსენი.
ეს იყო სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი. საბრძოლოც რომ ყოფილიყო, ერთი თვითმფრინავით რაიმე საბრძოლო დავალებების შესრულება არ ხდება.
შეეშვით მედია დივერსანტობას!"- წერს სალუქვაძე.
ცნობისათვის: "რადიო თავისუფლებამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ დღეს, ნაშუადღევს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაახლოებით ნახევარი საათით დაეშვა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავი. ის თბილისში გერმანიიდან გამოფრინდა, მალე დატოვა აეროპორტი.
0
0
30
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%