
სპორტული ფეისბუკგვერდი Geo Team-ი, თავდაპირველად გავრცელებულ პოსტს განმარტავს და აზუსტებს, რომ პოლიტიკური სტატუსების მინიჭება ადამიანებისთვის, რომლებიც მოქალაქეობრივ პოზიციას გამოხატავენ, გადამეტებული და უადგილოა. განცხადებაში გამოხატულია სოლიდარობა გიორგი ქოჩორაშვილის მიმართ და დაგმობილია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა"
"UPDATE: ბოდიშს გიხდით გაუგებრობისთვის, რომელიც აღნიშნულმა პოსტმა გამოიწვია.
მინდა მკაფიოდ დავაფიქსირო ჩვენი პოზიცია რომ საქართველოს ადგილი არის ევროპაში და საერთო სიხარული რომელიც ევროპაზე გასვლამ გამოიწვია ამას ადასტურებს.
ხოლო, პოლიტიკური სტატუსების მინიჭება ადამიანებისთვის, რომლებიც მოქალაქეობრივ პოზიციას გამოხატავენ გადამეტებული და უადგილოა.
ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს საკუთარი სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირების უფლება. ამ განცხადებით ჩვენ გვინდოდა გამოგვეცხადებინა ჩვენი სოლიდარობა გიორგი ქოჩორაშვილის მიმართ და ვგმობთ მისი, ნაკრების ნებისმიერი წევრის ან მოქალაქის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობას.
ყველა სპორტსმენს აქვს უფლება გამოიყენოს საკუთარი სოციალური ქსელი მისი სამოქალაქო პოზიციის დასაფიქსირებლად." - წერს Geo Team.
0
0