
Politico წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ თეთრი სახლი აქტიურად განიხილავს აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწის მაიკ უოლცის თანამდებობის დატოვების შესაძლებლობას აშშ-ის უმაღლესი თანამდებობის პირების დახურულ ონლაინ-ჩატში უცხო პირის შეცდომით ჩართვით გამოწვეული სკანდალის გამო, კერძოდ, ინფორმაციის გაჟონვის გამო, რომელიც ეხება იემენში მეამბოხე ჰუთების პოზიციებზე ამერიკული მხარის მიერ შეტევის განხორციელებას. დონალდ ტრამპის გარემოცვა დამნაშავის - უოლცის - გადადგომას ელოდება და მას ,,იდიოტს" უწოდებს.
წყაროების თანახმად, თეთრი სახლის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გადაწყვეტილებას მომდევნო ორ დღეში მიიღებს, მანამდე კი ის მონაცემთა გაჟონვის შემდეგ შექმნილ სიტუაციას დააკვირდება.
„მათი ნახევარი [ადმინისტრაციის ოფიციალური პირები] ამბობს, რომ ის [უოლცი] თანამდებობაზე არ უნდა დარჩეს. თეთრი სახლის სხვა ოფიციალური პირებიც თვლიან, რომ უოლცი უნდა გადადგეს, რათა პრეზიდენტი რთულ მდგომარეობაში არ ჩააყენოს. უგუნურობაა, რომ მან [უოლცმა] არ გადაამოწმა, თუ ვინ იყო ამ ჯგუფში და, რომ ეს საუბარი Signal-ის მესინჯერში გაიმართა. ეროვნული უსაფრთხოების თანაშემწე არ შეიძლება უგუნური იყოს. თეთრ სახლში ყველა ერთ რამეზე თანხმდება: მაიკ უოლცი იდიოტია“, - განუცხადა Politico-ს ერთ-ერთმა ოფიციალური პირმა.
ამავდროულად, გამოცემის კიდევ ერთმა თანამოსაუბრემ აღნიშნა, რომ უოლცის მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განიხილავს თავად ტრამპი ამ ინციდენტს.
0
0
ბათუმში, მეოთხე დღეა 18 წლის ბიჭს ეძებენ
25/03/2025