21/01/2025
17:53
სპორტი
პარი სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ისაუბრა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ, რომელიც გუნდს რამდენიმე დღის წინ შეუერთდა.
მისი თქმით, 23 წლის ქართველი უნივერსალური თვისებების მქონე მოთამაშეა და შესანიშნავად ჯდება ფრანგული კლუბის ფილოსოფიაში.
„ვფიქრობ, ყველანი ვიცნობთ „კვარას“. ის არის მოთამაშე, რომელმაც თავისი დონე აჩვენა ნეაპოლსა და ეროვნულ ნაკრებში. ის ძალიან კარგად ჯდება ჩვენს სათამაშო ფილოსოფიაში. მას შესანიშნავად შეუძლია ერთი-ერთზე თამაში, შეუძლია 9-იანის პოზიციაში ითამაშოს, როგორც ამას ეროვნულ ნაკრებში აკეთებდა. მას ასევე შესანიშნავი სამუშაოს გაწევა შეუძლია დაცვაში - უნივერსალიზმის იდეას პასუხობს.
ჩვენ გვჭირდება, ერთდროულად დაგვეხმაროს შეტევასა და დაცვაში. ის კარგად ეწყობა ჩვენს საფეხბურთო სტილს. მოუთმენლად ველით, როდის ვიხილავთ მის თამაშს“, - ამბობს ლუის ენრიკე.
დიდი ალბათობით, „კვარას“ პირველ თამაშს პსჟ-ს შემადგენლობაში 25 იანვარს, რეიმსის წინააღმდეგ ვიხილავთ ლიგა1-ის ფარგლებში.
0
0