
უნგრეთში 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სამზადისი დაიწყო. ამომრჩევლებთან შეხვედრისას პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, რომ უნგრელებს არჩევანის გაკეთება ორ პარტიას შორის მოუწევთ - ერთი, რომელიც ქვეყანას პირველ ადგილზე დააყენებს და მეორე, რომელიც ქვეყანას ევროკავშირსა და ნატოსთან უფრო მჭიდროდ დააკავშირებს, რაც ორბანის თქმით, ქვეყანაში - „ქაოსსა და სიღარიბეს“ მოიტანს.
„სტრატეგიული თვალსაზრისით, უნგრეთს მხოლოდ ორი ვარიანტი აქვს. ბრიუსელის პოლიტიკასთან შეერთება, ვფიქრობ, კატასტროფული იქნება და ქაოსსა და სიღარიბემდე მიგვიყვანს. ჩვენ უბრალოდ უნგრეთის ვაგონს ევროპულ მატარებელზე მივამაგრებთ“, - განაცხადა ორბანმა.
მომხრეებს მიმართა ორბანის მთავარმა კონკურენტმა, პარტია „ტისას“ ლიდერმა პეტერ მაგიარმა და გადასახადების შემცირება, პენსიონერებისთვის საკვების ვაუჩერები და პირველადი სახლის მყიდველებისთვის იაფი სესხები შესთავაზა.
„მომავალში უნგრეთი იქნება სტაბილური, პროგნოზირებადი და მშვიდობიანი ქვეყანა - ადგილი, სადაც არ იქნება არც ომისა და არც გაურკვევლობის შიში, სადაც არ იქნება საჭირო ხვალინდელი დღის შიში. ჩვენი ქვეყანა კვლავ იქნება ევროკავშირისა და ნატოს აქტიური და სანდო წევრი“, - განაცხადა მადიარმა.
0
0