-share.jpg)
ევროპარლამენტის წევრმა უნგრეთიდან ანდრაშ ლასლომ გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ უნგრეთში საგარეო ჩარევის მცდელობაზე და იმ გზებზე ისაუბრა, რომელსაც ქვეყანამ საკუთარი სუვერენიტეტის დასაცავად მიმართა. მისი განცხადებით, უცხოური ჩარევის თავიდან ასარიდებლად კონტრდაზვერვის ზომების მიღებაც გახდა საჭირო.
„უზარმაზარი სახალხო მხარდაჭერა გვეხმარება უცხოური ჩარევისას, მაგრამ ეს არ გახლავთ საკმარისი. ჩვენ მაგალითად, კონტრდაზვერვის ზომებიც დაგვჭირდა, რომ უცხოური გავლენა აგვერიდებინა ქვეყნისთვის, მოდის ის დასავლეთიდან თუ აღმოსავლეთიდან. ჩვენ ვართ ნომერი პირველი პარტია უნგრეთში და უნგრელი მოქალაქეები ჩვენ გვაძლევდნენ ხმას თუ ჩვენს კონკურენტებს, ისინი შეშფოთებულები იყვნენ მასიური უცხოური ჩარევით.
უნგრეთში 10 მილიონი დოლარი იყო ანონიმური წყაროებიდან გადარიცხული მემარცხენეებისთვის და ამან გამოიწვია სრული აღშფოთება უნგრეთში. ჩვენ მივიღეთ კანონი, რომ დაგვეცვა სუვერენიტეტი, რომ არ მომხდარიყო ასეთი საერთაშორისო ჩარევა. ძალზე გვაკრიტიკეს ამ კანონისთვის, საქართველოს მსგავსად, მაგრამ სხვა გზა არ არსებობს, რომ დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი გარდა იმისა, რომ წინ აღვუდგეთ ჩარევას საგარეო პოლიტიკაში უცხოეთიდან, განსაკუთრებით საარჩევნო კამპანიის, არჩევნების დროს.
ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი გამჭვირვალეობა - მედიები, არასამთავრობოები, პოლიტიკური პარტიები რა დაფინანსებას იღებენ საზღვარგარეთიდან. თუ ვიცით, რომ მათ საგარეო დაფინანსება აქვთ, მათი განზრახვა ნამდვილად არ არის ეროვნული ინტერესები“, - განაცხადა ლასლომ.
0
0