
9 სექტემბერს, უნგრეთმა ბრიტანულ ენერგეტიკულ კომპანია Shell-თან გაზმომარაგების შესახებ გრძელვადიანი ხელშეკრულება გააფორმა. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო ამ გადაწყვეტილებას ენერგეტიკული უსაფრთხოების აუცილებლობით ხსნის.
„უნგრეთი ყოველთვის სერიოზულ ძალისხმევას სწევდა დივერსიფიკაციისთვის. უდავოა, რომ ბუნებრივი აირი უნგრეთისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში ენერგომომარაგების მნიშვნელოვან წყაროდ იქცევა: რაც უფრო მეტ გაზს მივიღებთ მეტი მარშრუტით, მით უფრო უსაფრთხოდ ვიქნებით. ამიტომ უნგრეთი ხელს აწერს კიდევ ერთ გრძელვადიან კონტრაქტს ბუნებრივი აირის შესყიდვაზე დასავლეთის მიმართულებიდან“, - განაცხადა სიიარტომ იტალიის ქალაქ მილანში, Gastech-ის კონფერენციაზე.
ერთი დღით ადრე, სიიარტომ განაცხადა, რომ უნგრეთისთვის მიწოდებული რუსული გაზის მოცულობა 8 თვეში რეკორდულ 5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზარდა. წლიურმა მაჩვენებელმა შეიძლება 8-9 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწიოს.
0
0
დავით სონღულაშვილი უნგრეთის ელჩს შეხვდა
23/09/2025