უნგრეთის პრეზიდენტი უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებებში ჩართვისკენ მოუწოდებს
29/08/2023
10:15
მსოფლიო
A-
+A
უნგრეთის პრეზიდენტი, კატალინ ნოვაკი, უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებებში ჩართვისკენ მოუწოდებს, - ინფორმაციას გამოცემა „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
„ომი წელიწად-ნახევარია გრძელდება და მე ვერ ვხედავ სამხედრო გადაწყვეტილებას, რომელიც გამოიწვევს სტაბილურ და გრძელვადიან მშვიდობას. ამიტომ აუცილებელია მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა. მე ეს მტკიცე აზრი პრეზიდენტ ზელენსკისთან გამოვთქვი, როგორც საჯაროდ, ასევე პირადად“, - განაცხადა უნგრეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ბუდაპეშტი აპირებს შეუერთდეს კიევის მიერ ინიციირებულ „მშვიდობის ფორმულას“ და რომ უნგრეთი მნიშვნელოვნად მიიჩნევს მონაწილეობას ნებისმიერ პროცესში, რომელსაც მშვიდობასთან დაახლოება შეუძლია. კატალინ ნოვაკის მტკიცებით, უნგრეთი გმობს რუსეთის უკრაინაში შეჭრას.
0
0
155
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%