
აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტომ (USAGM) განაცხადა, რომ წყვეტს დაფინანსებას „რადიო თავისუფლების“ უნგრულენოვანი სამსახურისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პოლიტიკური დირექტორი, ბალაშ ორბანი ავრცელებს.
„რადიო თავისუფლება“ თავდაპირველად ცივი ომის დროს შეიქმნა იმისთვის, რომ თავისუფალი, ცენზურის გარეშე ინფორმაცია მიეწოდებინა რკინის ფარდის მიღმა მყოფი აუდიტორიისთვის და საკვანძო როლი შეასრულა თავისუფლების იდეის გავრცელებაში. თუმცა, დროთა განმავლობაში მაუწყებლობამ დაკარგა თავდაპირველი მისია და გადაიქცა იდეოლოგიურად მოტივირებულ პლატფორმად, რომელიც ლიბერალურ აქტივიზმს, მათ შორის ლგბტქ და გენდერულ კამპანიებს უწევდა პოპულარიზაციას ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, ეს ცვლილება კიდევ უფრო გაღრმავდა, რადგან სამსახური სულ უფრო ხშირად ერთვებოდა პოლიტიკურად მოტივირებულ ნარატივებში, რომელთა მიზანი იყო უნგრეთის დემოკრატიულად არჩეული მთავრობისთვის ძირის გამოთხრა“, - აღნიშნა ბალაშ ორბანმა.
1
0