უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტში უკრაინის EU-ში გაწევრიანების საწინააღმდეგო რეზოლუცია წარადგინა
06/12/2023
16:51
მსოფლიო
A-
+A
Reuters-ის ცნობით, უნგრეთის მმართველმა პარტია "ფიდესმა" დღეს პარლამენტში დაარეგისტრირა რეზოლუციის პროექტი, რომელიც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას ეწინააღმდეგება.
"ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა უნდა დარჩეს ობიექტურ პროცესად, რომელიც დაფუძნებულია წესებსა და შესრულებაზე," - ვკითხულობთ რეზოლუციაში.
მასში ასევე ნათქვამია, რომ "ამ საკითხის განხილვას ყველა წევრის კონსენსუსი სჭირდება, რომელიც ამჟამად არ არსებობს."
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერმა დეკემბრის შუა რიცხვებში უნდა გადაწყვიტოს, მიიღებენ თუ არა ევროკომისიის რეკომენდაციას და დაიწყებენ თუ არა უკრაინასთან მოლაპარაკებების ეტაპს.
გადაწყვეტილება ბლოკის 27-ვე წევრის თანხმობას მოითხოვს.
0
0
209
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%