
ბრიუსელი კრიზისებს მეტი ძალაუფლების დაგროვებისა და ცენტრალიზაციისთვის იყენებს, - განაცხადა უნგრეთის ევროკავშირის საქმეთა სამინისტროს კომისარმა, ბოგლარკა ბოლიამ ბრიუსელის კვლევით ცენტრში გამართულ კონფერენციაზე სახელ,წოდებით - „კანონის იმპერია ანუ ევროკავშირის მარში დემოკრატიის მიღმა“.
კონფერენციაზე შემდეგი თემები განიხილეს - ევროკავშირის მცოცავი კომპეტენცია, ანუ ძალაუფლების თვითნებურად გაფართოება, სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევა, გადაწყვეტილებების კონტროლი, ერთა დამოუკიდებლობის დაცვის ნაცვლად, საზიარო სუვერენიტეტის შექმნა და კანონის უზენაესობის იარაღად გამოყენება ევროპის იმპერიის მშენებლობისთვის.
„ბრიუსელი კრიზისებს მეტი ძალაუფლების დაგროვებისა და ცენტრალიზაციისთვის იყენებს. გადაწყვეტილების მიღების პროცესი წევრი სახელმწიფოების ნაცვლად ევროკავშირის დონეზე გადაჰყავთ. სად გადის გამყოფი ზღვარი ევროკავშირისა და ეროვნულ სახელმწიფოთა კომპეტენციებს შორის?" - განაცხადა კომისარმა.
2
0