
როგორც ცნობილია, უნგრეთი ევროკავშირის წევრი ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ხელი არ მოაწერა ბლოკის მიერ გაკეთებულ უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას. ვიდეომიმართვაში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ევროკავშირის 26 ქვეყნის ლიდერს, რომლებმაც ხელი მოაწერეს უკრაინის შესახებ განცხადებას.
„ჩვენ ვაგრძელებთ კომუნიკაციას ჩვენს პარტნიორებთან - საერთო და ძლიერი პოზიციების მოსაძებნად. უკვე ვესაუბრე თურქეთის პრეზიდენტს, ყატარის ამირს, რუმინეთის პრეზიდენტს და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრს.
ევროპელი ლიდერების მხრიდან პრინციპული პოზიციაა - ევროკავშირის 26 ქვეყნის მკაფიო განცხადება ეფუძნება დიპლომატიურ საქმიანობასა და პრინციპულ პოზიციებს. ნათელია, ვინ არის 27-ე - ის ყოველთვის ყველაფრის წინააღმდეგია, უბრალოდ იმისთვის, რომ ცალსახად „მოწინააღმდეგე“ იყოს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველასთან კონტაქტში ვართ და ყველას წარვუდგენთ ჩვენს არგუმენტებს.
ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას შეერთებულ შტატებთან და ევროპელებთან“, - წერს ზელენსკი X-ზე.
0
0