
„უნგრეთი მხარს არ დაუჭერს ევროკავშირის გეგმას, რომელიც მომავალ წელს უკრაინისთვის მილიარდობით ევროს მოცულობის დახმარებას ითვალისწინებს,“ - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში გამართულ კონფერენციაზე.
როგორც სიტყვით გამოსვლისას ვიქტორ ორბანმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთი გმობს რუსეთის აგრესიას და მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს, მას არ სურს უკრაინის ინტერესები საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე წინ დააყენოს.
ევროკავშირის დახმარების გეგმა 2023 წელს უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს, რათა დაეხმაროს ქვეყანას ენერგეტიკისა და ჯანდაცვის ობიექტების მუშაობაში, ხელფასებისა და საპენსიო სქემების დაფინანსებაში.
უკრაინის ფინანსურ მხარდაჭერაზე უნგრეთის უარი ევროკავშირის გეგმის მთლიანად ჩაშლას იწვევს, რადგან ორგანიზაციის საბიუჯეტო ცვლილებების განხორციელების წესები წევრი ქვეყნების ერთსულოვან თანხმობას მოითხოვს.
ორბანი, რომელიც ფართოდ განიხილება, როგორც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის უახლოესი მოკავშირე ევროკავშირში, ასევე მტკიცედ ეწინააღმდეგებოდა ბლოკის მიერ მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს უკრაინაში ომის დაწყების გამო, თუმცა საბოლოოდ ის ყოველთვის აძლევდა ხმას სანქციების პაკეტს.
0
0
15 ივლისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
11/07/2025
13 ივლისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
11/07/2025