
უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას იქამდე დაბლოკავს, ვიდრე ზაკარპატიის ოლქში მცხოვრებ უნგრელებს 2015 წელს წართმეული უფლებები არ დაუბრუნდებათ, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ბეატე მაინლ-რაიზინგერთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა.
სიიარტომ აღნიშნა, რომ ავსტრიელ მინისტრთან საუბრისას განიხილა „ზაკარპატიის ოლქში უნგრელების უფლებების მუდმივი დარღვევები“ და უკრაინის ევროინტეგრაციისკენ მიმართული ძალისხმევა.
„სატელეფონო საუბარი მქონდა ბეატე მაინლ-რაისინგერთან ზაკარპატიელი უნგრელების უფლებების შესახებ. დაპირებების მიუხედავად, უკრაინას ჯერ კიდევ არ აღუდგენია უნგრელი უმცირესობებისთვის 2015 წელს წართმეული უფლებები. ეს დაუშვებელია და სრულიად ეწინააღმდეგება საერთო ევროპულ წესებსა და ღირებულებებს. ვიდრე ეს არ შეიცვლება, ვერ იქნება პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით“, – წერს სიიარტო.
0
0