
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ნავთობსადენ „დრუჟბაზე“ თავდასხმის გამო, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს წერილი მისწერა, - ინფორმაციას Magyar Nemzet-ი ავრცელებს.
„მილსადენი ნავთობს აწვდის უნგრეთსა და სლოვაკეთს, ორ ქვეყანას, რომლებსაც ნავთობის იმპორტის სხვა გზა არ აქვთ. უნგრეთი უკრაინას ბენზინითა და ელექტროენერგიით ეხმარება, სანაცვლოდ ისინი ბომბავენ ნავთობსადენს, რომელიც ჩვენ გვამარაგებს. ეს ძალიან არამეგობრული ჟესტია! პრეზიდენტო ტრამპ, წარმატებას ვუსურვებთ მშვიდობისკენ სწრაფვაში“, - აღნიშნულია წერილში, რომლის ასლსაც გამოცემა აქვეყნებს.
Magyar Nemzet-ი ასევე აქვეყნებს მეორე წერილის ასლსაც, რომელიც, გამოცემის ცნობით, ტრამპმა ორბანს საპასუხოდ გაუგზავნა.
„ვიქტორ, არ მომწონს ის, რასაც ვისმენ - ძალიან გაბრაზებული ვარ ამის გამო. გადაეცით ეს სლოვაკეთს. შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ“, - აღნიშნულია წერილში.
0
0