
როგორც ცნობილია, რუსეთ-უკრაინის ომის განმავლობაში, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთს რუსეთის დასასჯელად ზომების მიღებისკენ მოუწოდებს. ევროკავშირის მიმართ მისი ერთ-ერთი მოთხოვნა რუსეთის ბირთვული ენერგეტიკული კომპანიის, Rosatom-ის, წინააღმდეგ სანქციების დაწესება იყო.
თუმცა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ის ვეტოს დაადებს ევროკავშირის ნებისმიერ შესაძლო სანქციას, რომელიც გავლენას მოახდენს რუსეთის ბირთვულ ენერგეტიკაზე.
მიუხედავად იმისა, რომ 27-წევრიანი ევროკავშირი დიდწილად მხარს უჭერს უკრაინის პრეზიდენტის მოთხოვნას, უნგრეთი ამ დრომდე ბლოკავს რუსეთის მიმართ ბლოკის მიერ სანქციის დაწესების ყველა მცდელობას.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პოზიციას ექსპერტები ნაწილობრივ იმით ხსნიან, რომ უნგრეთში რუსეთის მიერ აშენებული ატომური ქარხნის გაფართოება Rosatom-თან ერთად არის დაგეგმილი.
0
0