
უნგრეთის პრემიერ მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უნგრეთი და ამერიკის შეერთებული შტატები ეკონომიკურ თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდებიან, რომელიც დაეხმარება ქვეყნის ეკონომიკას და შესაძლოა, შეცვალოს აშშ-ის ტარიფების ეფექტი. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ასეთი ეკონომიკური შეთანხმება უნგრეთს დაეხმარება მაშინაც კი, აშშ-სა და ევროკავშირს შორის თუ სავაჭრო ომი დაიწყება.
„სავაჭრო ომში უნგრეთს ზიანი მიადგება ისევე, როგორც ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას. ჩვენ ჯერ არ ვიცით მისი მასშტაბები, მაგრამ შეგვიძლია, დარწმუნებული ვიყოთ, რომ ეს მოხდება“, – განაცხადა ორბანმა უნგრეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ყოველწლიურ კონფერენციაზე.
როგორც ორბანმა აღნიშნა, უნგრეთს აქვს კარგი შანსი, ვაშინგტონთან შეთანხმებას მიაღწიოს.
0
0