
„ევროინტეგრაციის თვალსაზრისით საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა, ისტორიულად ყველაზე დაბალ ნიშნულზე იმყოფება. ერთის მხრივ, ეს არის განპირობებული საქართველოს ხელისუფლების პოზიციით და მეორეს მხრივ, ამავე ორგანიზაციებში მიმდინარე რთული და არასახარბიელო ვითარებით.“ - განაცხადა რადიო „სივრცის“ ეთერში ყოფილმა დიპლომატმა ნიკოლოზ ვაშაკიძემ.
მისი თქმით, პერსპექტივა ამ თვალსაზრისით, რბილად რომ ვთქვათ, მთლად კარგად არ გამოიყურება და უნდა ვაღიაროთ, რომ ევროპაშიც ვითარება არ არის სახარბიელო.
რაც შეეხება ნატოს, როგორც საქართველოს უსაფრთხოების გარანტორს და ქვეყნის სწრაფვას ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში, ნიკოლოზ ვაშაკიძის თქმით, მთავარია ჩვენ ილუზიებისგან ვიყოთ თავისუფლები და შეცდომებს არ ვუშვებდეთ.
„ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებული პერიოდი, რაც ბოლო რამდენიმე ათწლეული იყო, უკვე დასრულებულია და დაიწყო ოფიციალური განზომილების პერიოდი. უკვე მინიმუმამდე დადის აშშ-ის როლი ნატოში და ნატო კარგავს თავის პირვანდელ ფუნქციას და მნიშვნელობას. „- განაცხადა ნიკოლოზ ვაშაკიძემ.
რაც შეეხება აშშ-ს მიერ ნატოს შესაძლო დატოვებას, ვაშაკიძის თქმით, აქ არსებობს საპირისპირო პოზიციებიც. ისევე, როგორც ნატოს გაუქმებასთან დაკავშირებით.
„არ ვიცი ეს მოხდება თუ არა, თუმცა გამორიცხული არაფერი არ არის.“- თქვა ნიკოლოზ ვაშაკიძემ. ვაშაკიძემ.
0
0