
რუსეთის არმიის არაოფიციალური სამხედრო დანაყოფი "ვაგნერის" მეთაური ევგენი პრიგოჟინი ამბობს, რომ თუ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან ჭურვებს არ მიიღებს, შესაძლოა, მის ძალებს ქალაქი ბახმუტის დატოვება მოუწიოთ.
"გწერთ საბრძოლო მასალის დაუყოვნებლივ მოწოდების მოთხოვნით. მივმართავ თავდაცვის მინისტრ შოიგუს... წინააღმდეგ შემთხვევაში, საჭიროდ მიმაჩნია, რომ უმაღლეს მთავარსარდალს მივაწოდო ინფორმაცია. საბრძოლო მასალა, რაც ამ ეტაპზე გვაქვს, 1 კვირაც კი არ გვეყოფა, მხოლოდ რამდენიმე დღე იქნება საკმარისი. თუ შეიარაღების პრობლემა არ მოგვარდება, ჩვენ მოგვიწევს ბახმუტიდან ორგანიზებულად უკან დავიხიოთ, რათა შემდეგ მხდალი ვირთხებივით არ გავიქცეთ. ან უნდა გავიდეთ, ან დავრჩეთ და დავიხოცოთ. უფრო მგონია, რომ იძულებული ვიქნებით, ქვედანაყოფების ნაწილი ამ ტერიტორიიდან გავიყვანოთ.
ჩვენ გვჭირდება საბრძოლო მასალა და ჩვენ უნდა შევწყვიტოთ რუსეთის ფედერაციის მოსახლეობის მოტყუება და იმის თქმა, რომ ჩვენ ყველაფერი კარგად გვაქვს," - აცხადებს ევგენი პრიგოჟინი.
0
0