ევროკავშირში გაწევრიანებას ძალიან ბევრი პრივილეგია აქვს. იწყება კანდიდატის სტატუსით და გააჩნია, რამდენ ხანს გაიწელება ეს პროცესი. უნდა შევეცადოთ და მალე გავხდეთ ევროკავშირის წევრები, - ამის შესახებ რეპერმა „მასტერი“ გადაცემაში „იმედი LIVE“ კანდიდატის სტატუსის მონიჭების მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა.
„მე ამ თემაზე ზოგადად, პრაგმატულად ვაზროვნებ. არც იმ ხალხს ვემხრობი, რომელიც აცხადებს, რომ ევროკავშირში გავწევრიანდება წაგვლეკავს, წაიღებს ჩვენს ტრადიციებს. ეს ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად გავატარებთ ჩვენს ინტერესებს ევროკავშირში და ყველასთან. არც იმ ხალხს ვემხრობი, რომლებიც ამბობენ, რომ თუ არა ევროკავშირი, ჩვენს ქვეყანას მომავალი არ აქვს. ზოგადად, ყველაფერს პრაგმატულად ვუყურებ, მაგრამ რა თქმა უნდა, ევროკავშირში გაწევრიანებას ძალიან ბევრი პრივილეგია აქვს. იწყება კანდიდატის სტატუსით და გააჩნია, რამდენ ხანს გაიწელება ეს პროცესი. უნდა შევეცადოთ და მალე გავხდეთ ევროკავშირის წევრები. რა თქმა უნდა, ყოველ მხრივ კარგია“, - აღნიშნა რეპერმა.
0
0