21/01/2025
17:07
მსოფლიო
აშშ-ის საგარეო განვითარების დახმარება 90 დღით შეჩერდება, აშშ-ის საგარეო პოლიტიკასთან პროგრამული ეფექტიანობის და თანამიმდევრულობის შესაფასებლად/გადასახედად - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში, რომელსაც ხელს დონალდ ტრამპი აწერს.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ აშშ-ის საგარეო დახმარებაზე პასუხისმგებელმა ყველა ხელმძღვანელმა პირმა უნდა შეაჩეროს ახალი ვალდებულებების აღება და თანხების გაცემა უცხო ქვეყნების, არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კონტრაქტორებისთვის მანამდე, სანამ არ შეფასდება, თუ რამდენად თანხვედრაშია აღნიშნული პროგრამები აშშ-ის საგარეო პოლიტიკასთან.
„აშშ-ის საგარეო განვითარების დახმარებაზე პასუხისმგებელმა ყველა დეპარტამენტის და სააგენტოს ხელმძღვანელმა განვითარების დახმარების ფონდებიდან უნდა გააჩეროს ახალი ვალდებულებების აღება და თანხების გაცემა უცხო ქვეყნებისა და განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კონტრაქტორებისთვის მანამ, სანამ შემდეგი 90 დღის განმავლობაში არ მოხდება ამ პროგრამების აშშ-ის საგარეო პოლიტიკასთან პროგრამული ეფექტიანობის და თანამიმდევრულობის შეფასება. მართვისა და ბიუჯეტის ოფისმა (OMB) უნდა აღასრულოს ეს შეჩერება მისი უფლებამოსილების ფარგლებში.
პასუხისმგებელი დეპარტამენტის და სააგენტოს ხელმძღვანელმა უნდა დაიწყოს საგარეო დახმარების თითოეული პროგრამის გადახედვა, სახელმწიფო მდივნის ინსტრუქციების შესაბამისად, მართვისა და ბიუჯეტის ოფისის (OMB) დირექტორთან კონსულტაციით.
პასუხისმგებელი დეპარტამენტის და სააგენტოს ხელმძღვანელმა, მართვისა და ბიუჯეტის ოფისის (OMB) დირექტორთან კონსულტაციით, შეფასებაში მოცემული რეკომენდაციების საფუძველზე, სახელმწიფო მდივანთან შეთანხმებით, შემდეგი 90 დღის მანძილზე უნდა გადაწყვიტოს, გააგრძელოს, შეცვალოს, თუ შეაჩეროს საგარეო დახმარების თითოეული პროგრამა.
რომელიმე პროგრამისთვის საგარეო განვითარების დახმარების ფონდებიდან ახალი ვალდებულებების აღება და თანხების გაცემა შეიძლება განახლდეს 90 დღეზე ადრე, თუ შეფასება ჩატარდა, სახელმწიფო მდივანი ან მისი უფლებამოსილი პირი მართვისა და ბიუჯეტის ოფისის (OMB) დირექტორთან კონსულტაციით გადაწყვეტს, რომ გააგრძელოს პროგრამა იგივე ან შეცვლილი ფორმით. ასევე, ნებისმიერი ახალი საგარეო დახმარების პროგრამა ან ვალდებულება უნდა დაადასტუროს სახელმწიფო მდივანმა ან მისმა უფლებამოსილმა პირმა, მართვისა და ბიუჯეტის ოფისის (OMB) დირექტორთან კონსულტაციით.
სახელმწიფო მდივანმა კონკრეტული პროგრამებისთვის შეიძლება დაუშვას პარაგრაფ 3(ა)-ში მითითებული შეჩერებისგან გამონაკლისი“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
0
0