
საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება 20 სექტემბერს ოთარ ფარცხალაძის დაცვის მიერ ტვ “პირველისა” და “ფორმულას” თანამშრომლებზე თავდასხმას.
ომბუდსმენი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებს, მოახდინოს პასუხისმგებელ პირთა იდენტიფიცირება და სწრაფი რეაგირება, რათა ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლა არ გახდეს წახალისებული.
“საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება ტელეკომპანიების ”პირველისა" და “ფორმულას” ჟურნალისტებზე თავდასხმას და მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მოახდინოს პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და სწრაფად და სრულფასოვნად ჩაატაროს ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.
სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს აღნიშნულ ფაქტებზე მოხდეს მყისიერი რეაგირება და ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლა არ გახდეს წახალისებული. საქართველოს სახალხო დამცველი თავისი მანდატის ფარგლებში შეისწავლის მომხდარ ფაქტს". – წერია სახალდო დამცველის განცახდებაში.
შეგახსენებთ, რომ 20 სექტემბერს ოთარ ფარცხალაძის დაცვა ტვ “პირველისა” და “ფორმულას” თანამშრომლებს თავს დაესხა მაშინ, როდესაც ჟურნალისტები ცდილობდნენ, გაეგოთ, იმყოფებოდა თუ არა ოთარ ფარცხალაძე ტერიტორიაზე.
0
0