19/12/2022
12:27
მსოფლიო
ილონ მასკმა, მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, ოქტომბრის ბოლოს Twitter-ი 44 მილიარდ დოლარად იყიდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ხანმოკლე ვადით.
დიდი ბრიტანეთის დროით საღამოს 23:00 საათზე, ილონ მასკმა Twitter-ის მომხმარებლებს გამოკითხვა ჩაუტარა - „უნდა დავტოვო თუ არა Twitter-ის ხელმძღვანელის პოსტი?“
"ამ გამოკითხვის შედეგებს უცვლელად ვაქვეყნებ“, - თქვა მასკმა.
დაახლოებით 20 წუთის შემდეგ მომხმარებელთა უმრავლესობამ განაცხადა, რომ „ილონ მასკმა Twitter-ის ხელმძღვანელის პოსტი უნდა დატოვოს.“
გამოკითხვაში 13,5 მილიონმა მომხმარებელმა მიიღო მონაწილეობა, აქედან 56,7%-მა განაცხადა, რომ მასკმა Twitter-ის ხელმძღვანელის პოსტი უნდა დატოვოს.
ილონ მასკმა ერთ-ერთი მომხმარებლის კომენტარს ასე უპასუხა:
„პრობლემა აღმასრულებელი დირექტორის პოვნა კი არ არის, არამედ ისეთი აღმასრულებელი დირექტორის პოვნა, რომელსაც შეუძლია Twitter-ს რეალურად სიცოცხლე შეუნარჩუნოს. არავის უნდა ასეთი სამუშაოს შესრულება - ჩემი შემცვლელი არ არსებობს“.
როგორც ცნობილია, ილონ მასკმა ომი გამოუცხადა Twitter-ის სოციალური მედიის კონკურენტებს და Twitter-ის პლატფორმიდან მათი ანგარიშების პოპულარიზაცია აკრძალა. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებლების ანგარიშები დაიბლოკება ან წაიშლება, თუ ისინი განათავსებენ ბმულებს თავიანთ პროფილებზე სხვა სოციალური მედიის საიტებზე, მათ შორის Meta-ს საკუთრებაში არსებულ Facebook-სა და Instagram-ზე, ასევე Mastodon-ისა და Donald Trump's Truth Social-ზე.
გასულ კვირას, მასკმა რამდენიმე ჟურნალისტის Twitter-ის ანგარიშები აღადგინა, რომლებიც ერთი დღით შეაჩერა მისი თვითმფრინავის მონაცემების გამოქვეყნების გამო. Twitter-ის ხელმძღვანელის პოსტის დაკავების შემდეგ, მილიარდერმა ათასობით თანამშრომელი გაათავისუფლა, რამაც შეშფოთება გამოიწვია
მანამდე კი მასკმა პირობა დადო, რომ გააუმჯობესებდა Twitter-ს, გააუქმებდა ყალბ ანგარიშებს და ხელს შეუწყობდა სიტყვის თავისუფლებას. თუმცა ილონ მასკმა საიტიდან მრავალი ძირითადი რეკლამის განმთავსებელი დაკარგა, რადგან მისი შესაძლებლობის ირგვლივ ეჭვები იზრდება - გადაიხდის თუ არა ის 13 მილიარდი დოლარის საპროცენტო განაკვეთს, რომელიც მან Twitter-ის შესაძენად აიღო.
Reuters-ის ინფორმაციით, Tesla-ს 3,6 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციების გაყიდვიდან რამდენიმე დღეში, ილონ მასკის გუნდმა ინვესტორებს მეტი დაფინანსება მოსთხოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ წელს მასკმა თავისი ელექტრომობილების კომპანიის თითქმის 40 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციები გაყიდა.
0
0