27/06/2023
12:04
მსოფლიო
ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა მოუწოდა ლონდონს და მის მოკავშირეებს, მოემზადონ რუსეთის პოტენციური კოლაფსისთვის. ამის შესახებ მან თემთა პალატაში გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები - მათ შორის უკრაინელები, პოლონელების, ბალტიისპირეთის ქვეყნების ჩათვლით - უნდა დავრწმუნდეთ, რომ გვაქვს გეგმა რუსეთის დაშლის შემთხვევაში“ - თქვა ტრასმა.
საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი, რომელსაც ასევე ჰქონდა სიტყვა თემთა პალატაში, თავდაპირველად არ რეაგირებდა ტრასის სიტყვებზე. თუმცა, მოგვიანებით მან განაცხადა, რომ „რუსეთის ხელმძღვანელობა რუს ხალხს ეკუთვნის“.
„ჩვენ არ ვაპირებთ სპეკულირებას - ჩვენ მხოლოდ ვგეგმავთ და ვახორციელებთ საგანგებო ზომებს. ამიტომ, როგორიც არ უნდა იყოს ამ კონფლიქტის შედეგი, ჩვენ მზად ვიქნებით" - დასძინა მან.
0
0