02/06/2023
22:55
პოლიტიკა
უნდა დასრულდეს მუდმივი შეურაცხყოფა იმ ღირებულებებისა და ძალიან ძვირფასის, რაც ქართველისთვის არის ფასდაუდებელი, - ამის შესახებ მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ მხარდამჭერმა დაჩი ცაგურიამ განაცხადა.
„უნდა დასრულდეს ეს მუდმივი შეურაცხყოფა იმ ღირებულებებისა და ძალიან ძვირფასის, რაც ქართველისთვის არის ფასდაუდებელი - დიდი მეფეების შეურაცხყოფა, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა. თან ამას ადამიანები ლიბერალიზმის სახელით აკეთებენ: აგინებენ ოჯახის წევრების, შვილებს, ახლობლებს, აგენტებს და მოღალატეებს ეძახიან. ეს ერთხელ და სამუდამოდ ძლიერმა საზოგადოებამ უნდა დაასრულოს“, - აცხადებს დაჩი ცაგურია.
კონსერვატიული პორტალის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი ამავე სახელწოდების საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნის. 12 ივნისს პირველი შეკრება რუსთაველის თეატრშია დაანონსებული.
0
0