29/04/2022
23:39
პოლიტიკა
უნდა დაიწყოს დისკუსია საქართველოში ამერიკული ბაზის განთავსებაზე. თუ ამას 1 წლის წინ ან რამდენიმე თვის წინ არ ჰქონდა გამოხმაურება, დღეს ამაზე ბევრი ფიქრობს, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ “ტვ პირველის” ეთერში განცხადა.
“პირველი, ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას რაშიც ვხედავ, რომ საქართველო არ ჩანს ვაშინგტონში. დღეს ვაშინგტონში ჩვენ რეგიონთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები ყოველდღიურად მიიღება, როდესაც საუბარია უკრაინისთვის 33 მილიონის გამოყოფაზე, აქ ატიური პოზიცია უნდა ჰქონდეს საქართველოს, რომ საქართველოსაც სჭირდება დახმარება. საქართველომ თავისუფალ ვაჭრობაზე უნდა დააყენოს შეთავაზება, რომელიც სხვათა შორის თბილისში ოპოზიციამ დავაყენეთ. უკვე არის ამაზე მსჯელობა კონგრესში და თვითონ კონგრესმენმა რაისმა მითხრა ამის შესახებ. რატომ თავისუფალი ვაჭრობა? – ალტერნატივა რუსულ ბაზარზე, რომელსაც სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლებამ თავიდან ბოლომდე მიაბა ეკონომიკა.
შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხია, რომ უნდა დაიწყოს დისკუსია საქართველოში ამერიკის ბაზის განთავსებაზე, ისევე როგორც უკრაინაში, როგორც უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტი. თუ ამას 1 წლის წინ ან რამდენიმე თვის წინ არ ჰქონდა გამოხმაურება, დღეს ამაზე ბევრი ფიქრობს,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
0
0