29/05/2023
21:29
პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ ვიცე-სპიკერის პოზიციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ლევან ბეჟაშვილის არჩევას ხმას არ დაუჭერს. ამის შესახებ ფრაქცია“ ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ასევე, მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობის ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით, მისი მოადგილის თანამდებობას ნოდარ ტურძილაძე დაიკავებს.
„საპარლამენტო უმრავლესობის საერთო პოზიციიდან გამომდინარე, ჩვენ მხარს არ დავუჭერთ ვიცე სპიკერის პოზიციაზე ლევან ბეჟაშვილის არჩევას. მესამე, დღეს ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობის სხდომაზე ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ბატონი ნოდარ ტურძილაძე დაიკავებს ჩემი მოადგილის ვაკანტურ პოზიციას. წარმატებას ვუსურვებ ბატონ ნოდარს. ის არის უაღრესად კარგი ადამიანი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არის პროფესიონალი, წარმატებული მენეჯერი და დარწმუნებული ვარ, ამ პოზიციაზე ბევრ წარმატებას მიაღწევს და დაგვეხმარება ძალიან”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
0
0