14/04/2023
11:51
პოლიტიკა
პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე გამოძიებას უნდა დაელოდონ.
მისივე თქმით, ბრალდება უმძიმესია და რეპუტაციულ ზიანს აყენებს არა მხოლოდ დავით კეზერაშვილს, არამედ ქართულ სახელმწიფოს.
„გამოძიებას უნდა დაველოდოთ, რადგან უმძიმესი ბრალდებაა. ეს უმძიმესი ბრალდება რეპუტაციულად არა მხოლოდ დავით კეზერაშვილს აზიანებს, არამედ ჩვენი სახელმწიფოსთვისაც არ არის მაინცდამაინც სასარგებლო და სასიამოვნო, რადგან მაშინ ჩვენი სახელმწიფო უწყებები რას აკეთებდნენ, თუ დადასტურდება, რომ ამ ქვეყანაში ამხელა სქემა მუშაობდა? სახელმწიფო უწყებებმა თუ არ იცოდნენ, მაშინ რით არიან დაკავებული? ამ ყველაფერზე მათ იდარდონ, ვისაც დავით კეზერაშვილისგან დაფინანსება მიუღიათ. ზოგადად, ქართულ პოლიტიკაში შავი ფული სისტემური პრობლემაა“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
0
0