
35 წლის მამაკაცმა, 30 წლის უმცროსი ძმა, საკუთარი მშობლების თვალწინ, სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა - ამის შესახებ სოფელში ჰყვებიან.
როგორც ცნობილია, დღეს დილით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კიბეში საზარელი მკვლელობა მოხდა.
უფროსმა ძმამ უმცროსი ძმა თოფით მოკლა.
სოფელში ასევე ჰყვებიან, რომ ძმებს შორის კონფლიქტი ხშირად ხდებოდა. ამასთან, მკვლელობის წინაც მათ შორის სიტყვიერი დაპირიპირება მოხდა.
შსს-ს ცნობით, მკვლელობის შემდეგ უფროსმა ძმამ მიმალვა სცადა, თუმცა მისი დაკავება სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე შეძლეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ძმა - 1993 წელს დაბადებული რ.ლ. სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.
ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109- ე მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0
0
გარდაიცვალა ლევან გაჩეჩილაძე
20/08/2025