
მოლაშქრეთა კლუბი “ფენიქსი”, სვანეტში ტრაგიკულად დაღუპული მთამსვლელის, არჩილ ბადრიაშვილის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს:
"ტრაგედია დატრიალდა სვანეთში, სადაც მწვერვალ შხელდაზე ექსპედიციისას ცნობილი, ქართველი ალპინისტი, 34 წლის არჩილ ბადრიაშვილი არჩილ ბადრიაშვილი გარდაიცვალა.
იმდენად კარგი ზაფხული ჰქონდა საქართველოს, ამდენი გამარჯვებების და სიხარულის ფონზე, მწუხარებამაც არ დააგვიანა, ჩასაფრებულია სიკვდილი ყველგან და აშხამებს ყველას ყველაფერს !!!
ვიზიარებთ ოჯახის , მეგობრების და მთელი საქართველოს მწუხარებას.... უმაგრესი ბიჭი გამოაკლდა ქვეყანას" - წერს კლუბი.
შეგახსენებთ, რომ მწვერვალ შხელდაზე, უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული ალპინისტი 34 წლის არჩილ ბადრიაშვილია. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა სპორტსმენი მწვერვალზე მეხის დაცემის შემდეგ გარდაიცვალა. მისი სამძებრო სამუშაოები რამდენიმე საათი გრძელდებოდა.
არჩილი გამორჩეული ალპინისტი იყო, რომელსაც ამ სპორტის უმაღლესი ჯილდოც კი ჰქონდა მოგებული. ბადრიაშვილი 2022 წელს 'ოქროს წერაყინის' (Piolets d’Or) გამარჯვებული გიორგი ტეფნაძესთან და ბაქარ გელაშვილთან ერთად გახდა. ქართველმა სპორტსმენებმა პრიზი პაკისტანის აქამდე დაუპყრობელ მწვერვალ სარაგარზე ასვლის გამო მიიღეს.
2020 წელს გამოვიდა ფილმი - "ახალი გზა უშბაზე", რომელიც ქართველი მთასვლელების ისტორიას მოგვითხრობს და არჩილ ბადრიაშვილი კოლეგასთან, გიორგი ტეფნაძესთან ერთად, დეტალურად მოგვითხრობს, როგორ დალაშქრეს ქართველმა ალპინისტებმა კავკასიონი.
0
0