28/05/2023
16:09
პოლიტიკა
"რაც შეეხება ფარულ მოლაპარაკებებს, წერილებს, ხვეწნებს, მუდარებს - ეს არის ის, რაც ჩვენ გვახსოვს წინა ხელისუფლების წარმომადგენლებისგან" - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თქმითვე, არანაირი მოლაპარაკებები რუსეთთან არ ყოფილა.
"უკვე თუთიყუშებივით, დავალების შესაბამისად, სიტყვა რუსულს იყენებენ წინადადებაში სამჯერ, ადრე იყენებდნენ ერთხელ ან ორჯერ, "ნაცმოძრაობა", მისი კლასტერი და დავალების სხვა შემსრულებლები. ახლა აქვთ დავალება, რომ ყოველ წინადადებაში მინიმუმ ორჯერ-სამჯერ გამოიყენონ სიტყვა რუსული. ამას ქართული საზოგადოება არ წამოეგება რა კონტექსტშიც არ უნდა ატრიალონ ეს მათი საყვარელი ფრაზა "რუსული". მათი საყვარელი ფრაზა გახდა სიტყვა "რუსული". თქვენ წარმოიდგინეთ, არც ერთ სხვა სიტყვას იმდენჯერ "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები და დავალების სხვა მიმღებები ქვეყანაში არ იმეორებენ, როგორც სიტყვა - რუსულს.
ახლა რაც შეეხება იმ ნარატივს, რომ პუტინმა დაადასტურა რაღაც, ე.ი. თქვენთვის გამოდის მთავარი წყარო, რომელსაც შეგიძლიათ ბოლომდე დაეყრდნოთ და გაიზიაროთ, კონტექსტიდან ამოგლეჯილად თუ არამოგლეჯილად, თქვენი ინტერპრეტაციით თუ მის გარეშე, ეს არის პუტინის სიტყვები. ეს გასაგებია, დამოკიდებულია იმაზე, რა განწყობებიც შინაგანად აქვს ბევრ წარმომადგენელს, დავალების მიმღებებზე მაქვს საუბარი, მაგრამ ამის გარდა შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი ფარული მოლაპარაკება, რაც თქვენ გინდათ საზოგადოებას დააჯეროთ, არ ყოფილა. ღიად დგებოდა საკითხი ყოველთვის, რომ სანქციები და უსამართლო შეზღუდვები უნდა მოხსნოდა საქართველოს ოკუპანტი მხარის მხრიდან.
რუსეთის ფედერაციის მიმართ მოწოდებები არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს ჰქონდა და ეს ძალიან კარგად გახსოვთ და მიდასტურებთ, ეს ძალიან კარგია და რაც შეეხება ფარულ მოლაპარაკებებს, წერილებს, ხვეწნებს, მუდარებს - ეს არის ის, რაც ჩვენ გვახსოვს წინა ხელისუფლების წარმომადგენლებისგან," - აცხადებს მამუკა მდინარაძე.
0
0