-share.jpg)
სუს-ის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი ამბობს, რომ "არ ჰგონია, რომ სანქციები ემუქრებოდეს".
მან ქართველი მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეთანხმება საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებას:
"ჩემმა კოლეგა მინისტრმა, ბატონმა დარჩიაშვილმა გამოაქვეყნა თავისი პოზიცია განცხადების სახით და აბსოლუტურად ვეთანხმები მის შეფასებას...
უკვე ნამყოფი ვარ და ნანახი მაქვს ამერიკის შეერთებული შტატები, არაჩვეულებრივი ქვეყანაა, კარგი დემოკრატიის ქვეყანაა. ვისაც ნანახი არ აქვს იმას გული დაწყდება", - ამბობს ლილუაშვილი ჟურნალისტებთან.
ლილუაშვილმა ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომ არსებობს სატელეფონი ჩანაწერები, თუ "რას ითხოვდა აშშ-ის საელჩო" ოცნების ხელისუფლებისგან, თქვა, რომ არ მოუსმენია, ხოლო კითხვას, “უსმენს თუ არა სუს-ი დიპლომატიურ კორპუსის წარმომადგენლებს”, არ უპასუხა.
0
0
26 დეკემბერს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
24/12/2025