
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად, უკრაინაში დაკავებულია ვიქტორ მედვედჩუკი.
„სპეცოპერაცია ჩატარდა. მადლობა ჩვენს სპეცსამსახურებს. დეტალები მალე გახდება ცნობილი“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
უკრაინის პრეზიდენტი დაკავებული მედვედჩუკის ფოტოსაც აქვეყნებს, სადაც ის სამხედრო ფორმაშია გამოწყობილი.
ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ყოფილი უკრაინელი დეპუტატი ვიქტორ მედვედჩუკი სახელმწიფო ღალატშია ბრალდებული და სასამართლოს გადაწყვეტილებით, შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, თუმცა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მან გაქცევა მოახერხა.
ამასთან დაკავშირებით მიმართვას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აქვეყნებს
,, შენ შეგიძლია იყო პრორუსი პოლიტიკოსი და წლობით იმუშავო აგრესორი ქვეყნისთვის. შეგიძლია დაემალო სამართალს. შეგიძლია უკრაინის სამხედრო ფორმითაც კი შეინიღბო, მაგრამ დაგეხმარება კი ეს დარჩე დაუსჯელი? არავითარ შემთხვევაში, ბორკილები გელოდებათ ისევე როგორც უკრაინის ყველა მოღალატეს'' - უკრაინის უსაფრთხოების სამსახური
0
0