
უკრაინულმა ორგანიზაციებმა „მხარდაჭერის წერტილმა“ და „უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები და ვეტერანები LGBT+ თანასწორობის უფლებისთვის“ ევროკომისიას მიმართეს და ქვეყნის სამოქალაქო კოდექსში ევროპულ ვალდებულებებთან შეუსაბამობების შესახებ აცნობეს.
საქმე ეხება კანონპროექტს, რომელიც მხოლოდ სხვადასხვა სქესის წარმომადგენელთა ქორწინებას აღიარებს, რომლის მიხედვითაც ქორწინება ავტომატურად უქმდება, თუ წყვილიდან ერთი სქესს შეიცვლის.
წერილს უკვე გამოეხმაურა ევროკომისია, მიმართვის ავტორებს მიწოდებული ინფორმაციისთვის მადლობა გადაუხადა და უკრაინას ადამიანის უფლებების სფეროში ევროკავშირის სტანდარტების დაცვის აუცილებლობაზე მიუთითა.
საპასუხო დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში სამართლებრივი სისტემა უფლებების ქარტიით დამტკიცებული ევროკავშირის კანონმდებლობას უნდა შეესაბამებოდეს. კერძოდ, ის პატივს უნდა სცემდეს პირად და ოჯახურ ცხოვრებას, ასევე ნებისმიერი ნიშნით, მათ შორის სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის დიისკრიმინაციის აკრძალვას უნდა ითვალისწინებდეს.
0
0