
მარიუპოლიდან ევაკუაცია შესაძლოა დღეს მოხდეს - ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.ალყაში მოქცეული საპორტო ქალაქის საკრებულომ და გუბერნატორმა მოსახლეობას, რომელსაც ქალაქ ზაპოროჟიეში გამგზავრება სურდათ, მოუწოდეს საღამოს 4 საათზე შეკრებილიყვნენ.
შეგახსენებთ, დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გუშინ მშვიდობიანი მოქალაქეების ორმა ჯგუფმა, საერთო ჯამში 46-მა ადამიანმა, მარიუპოლში, "აზოვსტალის" ფოლადის ქარხნის მახლობლად მდებარე საცხოვრებელი შენობები დატოვა.
მარიუპოლის მერი, ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით კი, ფოლადის ქარხანაში დაახლოებით 1000 მშვიდობიანი მოქალაქეა დარჩენილი, რომელთაგან ზოგიერთი "სიცოცხლესა და სიკვდილს შორის ზღვარზეა“.
0
0
პროკურატურამ ექვს პირს ბრალდება წარუდგინა
10/11/2025