21/11/2024
19:37
მსოფლიო
უკრაინის არმიის მიერ 20 ნოემბერს რუსეთის კურსკის რეგიონის ბრიტანული „შტორმ შადოუს“ რაკეტებით დაბომბვას 18 რუსი ჯარისკაცი ემსხვერპლა, 33 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია რუს ბლოგერებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინული მედიის ცნობით, დაღუპულთა უმეტესობა სამხრეთ და აღმოსავლეთის სამხედრო ოლქების ოფიცრები არიან. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდასხმის დროს სამეთაურო პუნქტში იმყოფებოდა ლენინგრადის სამხედრო ოლქის მეთაურის პირველი მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი სოლოდჩუკი. დაშვებულთა შორის არის 88-ე საინჟინრო ლეგიონის 13 სამხედრო.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულია ვიდეოკადრები, რომლებიც გადაღებულია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაქვემდებარებული სანატორიუმის შენობის გვერდით.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაბომბვის სამიზნე იყო მიწისქვეშა სამეთაურო პუნქტი. გავრცელებული ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ჯარები და, შესაძლოა, ჩრდილოეთ კორეის სამხედრო მეთაურები ასევე იმყოფებოდნენ ადგილზე.
0
0